19 აპრილი 2024,   19:37
ვრცლად
უნიკალური შანსი აქვს "ქართულ ოცნებას", რომ შეცვალოს საბჭო - ბაია პატარაია

„ვფიქრობ, რომ არის რესურსი იმისთვის, რომ საბჭო რეალურად განახლდეს და განსხვავებული საზოგადოებრივი მაუწყებელი მივიღოთ,“ - ეს განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატმა, ბაია პატარაიამ, მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით გააკეთა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეციალური კომისია წევრობის მსურველ 14 კანდიდატს მოუსმენს და მათგან 12-ს შეარჩევს, რის შემდეგაც სია პარლამენტს წარედგინება.

ბაია პატარაია აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდს ეძლევა შესაძლებლობა, ბორდის წევრებად პრინციპული კანდიდატები შეარჩიონ.

„ვმონაწილეობ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ქართულ ოცნებასაც უნდა მიეცეს შანსი, რომ ჰყავდეს ასარჩევად ისეთი კანდიდატები, რომლებიც პრინციპულები არიან და ნამდვილად საზოგადოების და მეტი არავის ინტერესებს არ დაიცავენ საბჭოში. უნიკალური შანსი აქვს ქართულ ოცნებას, რომ შეცვალოს საბჭო იმიტომ, რომ 4 წევრს ანახლებს და საკმაოდ კარგი კანდიდატები მონაწილეობენ შერჩევის პროცესში,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.

დღის ამბები