25 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
ჩვენი მოთხოვნაა, საარსებო წყარო არ წაგვართვან - რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მერიის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვენ, რომლის მიხედვით, მათ თბილისის მერიამ გარე ვაჭრობა აუკრძალა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათი არსებობის ერთადერთი საშუალებაა და დედაქალაქის მერს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, პირველ რიგში, ჩვენი საარსებო წყარო არ წაგვართვან. ჩვენ ამდენი ხალხი, 8 წელი, რაც დაარსდა რიყის პარკი, იმ დღიდან აქ ვმუშაობთ. ვმუშაობთ ჩვენი ხელნაკეთი აბადოკებით, ბუშტებით, სათამაშოებით, რითიც პარკში შეიძლება, იმუშაოს ადამიანმა, რომლის უფლებასაც ჩვენ გვართმევენ, გვავიწროებენ, რაც შეიძლება,“ - განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ირმა ინაშვილმა. 

დღის ამბები