21 სექტემბერი 2018,   20:46
ვრცლად
სახელმწიფო დაფინანსება იმიტომ არსებობს, რომ მან ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ დემოკრატიას ქვეყანაში - მიხეილ ბენიძე

პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, კანონის მიღების დროს სხვადასხვა სუბიექტების ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.  

განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გააკეთა. 

„არის მთელი რიგი საკითხები, სადაც შესაძლებელია გაუმჯობესდეს კანონი და შესაბამისად, მისი პრაქტიკა. მაგრამ ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი უნდა იყოს რეალურად პლურალისტური, მრავალპარტიული დემოკრატიის წახალისება. სახელმწიფო დაფინანსება იმიტომ არსებობს, რომ მან ხელი შეუწყოს მრავალ პარტიულ დემოკრატიას ქვეყანაში,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

განცხადება გააკეთა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმაც.

„პოლიტიკური პარტიების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რომ ძველი მოდელი, სრულიად სამართლიანად იყო აღნიშნული, რომ მმართველ პარტიას მიაქვს უმეტესი დაფინანსება, შეიცვალოს იმ მხრივ, რომ გადანაწილდეს უფრო მეტი თანხები სხვა პარტიებზე, ეს თავისთავად განავითარებს პოლიტიკურ პარტიებს,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

 

 

დღის ამბები