20 აპრილი 2024,   08:33
ვრცლად
გაუქმებული ხელშეკრულება - "სითი პარკი" თბილისის მერიასთან სამართლებრივ დავას იწყებს

სითი პარკი თბილისის მერიასთან სამართლებრივ დავას იწყებს. კომპანიამ თბილისის მერის დღევანდელი ბრიფინგიდან გაიგო, რომ ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურებოდა, გაუქმებულია.

მერიას სითი პარკისთვის მანამდე არ უცნობებია, რომ კონტრაქტის შეწყვეტას აპირებდა.

ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კახა კალაძემ სითი პარკის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები დაასახელა, სწორედ ამიტომ მერია უცხოურ კომპანიისთვის არც იმ ჯარიმის გადახდას გეგმავს, რომელიც ხელშეკრულებით დედაქალაქის მთავრობას ეკისრება.

ითი პარკის ინფორმაციით, თბილისის მერმა კონტრაქტი კომპანიასთან კანონის დარღვევით გაწყვიტა. შეუსრულებელი ვალდებულებები კი, რაც კახა კალაძემ კონტრაქტის გაუქმების მიზეზად დაასახელა, კომპანიის განმარტებით, ობიექტური გარემოებების გამო ვერ შესრულდა. 

სითი პარკში ამბობენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით 200-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩა. პარკირების კომპანია თბილისის მერიას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივლებს.

პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე სითი პარკის ფუნქციებს 10 აპრილიდან თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს.

ოპოზიციას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა აქვს. მათი შეფასებით, კახი კალაძემ დღეს პოპულისტური, მოუმზადებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

სითი პარკთან გაფორმებული 17-წლიანი კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ ხვალ კომპანიის უცხოელი მფლობელები განცხადების გავრცელებას აპირებენ.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები