24 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
ლონდონში ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი, ნიკოლაი გლუშკოვი, გარდაცვლილი იპოვეს

ლონდონში ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი, ნიკოლაი გლუშკოვი, გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება, რომლის თანახმად, კომპანია „აეროფლოტის“ გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილის ცხედარი ლონდონში, მის საცხოვრებელ სახლში იპოვეს. 

68 წლის გლუშკოვის ცხედარი გვიან ღამით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა აღმოაჩინეს.  

ჯერჯერობით დაუდგენელია გარდაცვალების მიზეზი.

დღის ამბები