24 სექტემბერი 2018,   10:39
ვრცლად
პრეზიდენტმა მამა გიორგი მამალაძე არ უნდა შეიწყალოს... ის უნდა შეიწყალოს პატრიარქმა - ლადო ნარსია

„პრეზიდენტმა მამა გიორგი  მამალაძე არ უნდა შეიწყალოს,“ - ამის შესახებ განცხადება თეოლოგმა ლადო ნარსიამ გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, "ამ შემთხვევაში მას მოუწევს მთელი ცხოვრება ატაროს ტვირთი და ეს გასაღდება ისე, თითქოს, მან ჩაიდინა ეს დანაშაული".

თეოლოგის თქმით, პატრიარქის მხრიდან იქნება გმირულ ნაბიჯი, თუ ის შეიწყალებს მამა გიორგი მამალაძეს.

„გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალოს პატრიარქმა. პატრიარქმა უნდა თქვას, რომ ამ საქმეში ბოროტად  ჩაერია სახელმწიფო. ბოროტად ჩაერია ეკლესიაში რაღაც ჯგუფები და მე ვიცი, რომ ეს კაცი უდანაშაულოა და ეს კაცი უნდა გათავისუფლდეს. ეს იქნება ყველაზე სწორი ფორმულირება გიორგი მამალაძისთვის,“ - განაცხადა  ლადო ნარსიამ

დღის ამბები