20 აპრილი 2024,   06:18
ვრცლად
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რეალობის ადეკვატური უნდა გახდეს - სამოქალაქო სექტორი

საქართველოს მთავრობის პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში რეალობის ადეკვატური უნდა გახდეს - ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს სამოქალაქო სექტორი ეხმიანება. განცხადებაში, რომელიც კოალიციამ "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" გაავრცელა ნათქვამია:

"პრემიერის განცხადებამ ბუნდოვანი გზავნილი მიაწოდა საზოგადოებას, თითქოს კიდევ არის რეალური შანსი, რომ რუსეთმა საქართველოს მიმართ აგრესიულ ზრახვებზე უარი თქვას და "დაგვრთოს ნება" დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები."

საქართველოს პრემიერის მიმართვაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურებას კი სამოქალაქო სექტორი "ცინიკურს და საფრთხის შემცველს" უწოდებს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა გეგმებთან დაკავშირებით, საზოგადოებას  კონკრეტული ინფორმაცია მიაწოდოს. 

დღის ამბები