მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, უკრაინაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დახურვას მოითხოვენ. რუსლან ჩერნოლუცკის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის უკრანიდან გაძევების შემდეგ, გამოძიებას არც ერთი საგამოძიებო ქმდება არ ჩაუტარებია. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ გენერალური პროკურატურის მიერ საქმის შეჩერების ერთადერთი მიზანი, გამოძიების გაჭიანურებაა, რადგან სასამართლოში მისი განხილვის შემთხვევაში, ბრალდების მხარე აუცილებლად დამარცხდება.