18 აპრილი 2024,   21:44
ვრცლად
ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება

ზუგდიდში დაჭრილი სამი პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება - ის მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციაში იმყოფება. ყველა მათგანი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებული. მძიმედ მყოფ პაციენტს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაზარალებულებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი ქურდულ გარჩევას უკავშირდება. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები