დავით როსტომაშვილის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.
ბექა კირვალიძეს 10 წლით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით და არტემ აგაჯანოვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ.
სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ბექა კირვალიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების მიმართ უკმაყოფილება გამოხატა, რის გამოც ის დარბაზიდან გააძევეს. სასამართლოს დღეავნდელი გადაწყვეტილებას ადვოკატები ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებენ.