24 სექტემბერი 2018,   10:38
ვრცლად
"ვინაიდან იყო დინამიური პროცესი მოწმე ვერ დაინახავდა ყველა იქ მყოფი პირი რას აკეთებდა" - ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე, მორიგი სასამართლო პროცესი დასრულდა. დღეს, იმ არასრულწლოვანს მოუსმინეს, რომელიც 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებულ და ხორავას ქუჩაზე გაგრძელებულ ინციდენტებში უშუალოდ მონაწილეობდა. დაცვის მხარე, მოწმეების მიერ, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ არასრულწლოვნები, რომლებიც სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ, ფაქტობრივ გარემოებას ერთმანეთისგან განსხვავებულად აღწერენ, რაც ადვოკატების შეფასებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაინტერესებული პირები შესაძლოა საქმის უშუალო მონაწილეებზე ზემოქმედებას ახდენენ.

„ისევე როგორც  ყველა სხვა მოწმემ, ამ მოწმემაც დღეს შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ  კაკაბაძემ.

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ მოწმემ ისაუბრა ყველაფერზე რა ინფორმაციაც მას ჰქონდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაში ბევრი ადამიანი ფიგურირებდა ის ყველა დეტალს ვერ დაიმახსოვრებდა.

„ვინაიდან იყო დინამიური პროცესი შესაბამისად მოწმე ყველა იქ მყოფი პირი რას მოქმედებდა, რას აკეთებდა ვერ ხედავს ამას. რაც დაინახა იმ დეტალების თაობაზე მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია,“-განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ. 

დღის ამბები