18 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
კრისტის აუქციონის სახლი რეკორდული ვაჭრობისთვის ემზადება

კრისტის აუქციონის სახლი რეკორდული ვაჭრობისთვის ემზადება. ორგანიზატორებს გასაყიდად როკფელერის კოლექციის ნაწილი გამოაქვთ და ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალს ელოდებიან. წარმოდგენილი 1600 ლოტიდან  10 ლეგენდარული მხატვრების შედევრები იქნება. მათ შორისაა პიკასოს "გოგონა ყვავილების კალათით." ტილო, რომელიც ათწლეულების განმავლობაში როკფელერის ბიბლიოთეკაში იყო გამოფენილი, 1905 წელს შეიქმნა და პიკასოს მხატვრობის ვარდისფერ პერიოდს მიეკუთვნება.

აუქციონის ორგანიზატორები ფიქრობენ, ტილო 120 მილიონ დოლარად გაიყიდება. ლოტებს შორისაა ასევე პიკასოს "ვაშლ," კლოდ მონეს " წმინდა ლაზარეს სადგური-მზის ეფექტი," რომელიც 40 მილიონი ღირს, პოლ გოგენის "ტალღები" და ანრი მატისის „მწოლიარე ოდალისკა მაგნოლიებით.“

ვაჭრობა ნიუ-იორკში როკფელერის ცენტრში მაისში გაიმართება, მანამდე კი როკფელერის კოლექციას მსოფლიოს დიდ ქალაქებში გამოფენენ.

დღის ამბები