19 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დაჭრილია ერთი მოზარდი

სისხლიანი გარჩევა ზუგდიდში - დადიანის ქუჩაზე მოზარდებს შორის დაწყებული ჩხუბი ერთი არასრულწლოვანის დაჭრით დასრულდა.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ჩხუბში 7 მოზარდი მონაწილეობდა. დაჭრილი 15 წლის ახალგაზრდა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას გულის არეში ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ამ წუთებში პაციენტს ოპერაცია უკეთდება. 

თვითმხილველების ინფორმაციით შელაპარაკება ფეხბურთის მოედანზე დაიწყო და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

დღის ამბები