26 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 250 პირს ეტლი გადაეცემა

თურქეთის საელჩოსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 250 პირს ეტლები გადაეცემათ.

საკითხზე მხარეები ოფიციალურად დღეს შეთანხმდნენ. პირველ ჯერზე 70 ერთეული ეტლი ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო ფონდს გადაეცა, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარები საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საჩუქარს ეტაპობრივად მიიღებენ.

პროექტი ბელგიის რელიგიურმა ფონდმა დააფინანსა.

დღის ამბები