25 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
სკრიპალის მოწამვლა - დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს აძევებს

ყოფილი ოფიცერის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტში დებატები ამ დრომდე გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს მიმართავს.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ აღნიშნა,  ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს. გარდა ამისა, გაუქმებულია დაგეგმილი ორმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო უწყების პირველ პირთან.

„ვენის კონვენციის თანახმად, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს აძევებს, რომლებიც დადგინდნენ, რომ არადეკლარირებული დაზვერვის ოფიცრები არიან. მათ მხოლოდ ერთი კვირა აქვთ ბრიტანეთის დასატოვებლად. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური გაძევება ბოლო 30 წლის განმავლოაბაში, რაც ასახავს იმ ფაქტს, რომ პირველი შემთხვევა არ არის როდესაც, რუსეთის სახელმწიფომ ბრიტანეთის წინააღმდეგ იმოქმედა. გამოვიყენებთ არსებულ ძალაუფლებას, იმ ადამიანების მონიტორინგისა და გამოვლენისთვის, რომლებიც მოგზაურობენ დიდ ბრიტანეთში გავზრდით კერძო ფრენებზე და საბაჟოებზე შემოწმებას. გავყინავთ რუსეთის სახელმწიფო აქტივებს. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ სერიოზული კრიმინალებისა და კორუმპირებული ელიტის წინააღმდეგ . ამ ადამიანების და მათი ფულის ადგილი დიდ ბრიტანეთში არ არის. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობას.

"ჩვენი მიდგომა მარტივია ვითანამშრომლოთ იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია. ვფიქრობ, რომ არ არის ჩვენს ეროვნულ ინტერესი ყველა დიალოგი შევაჩეროთ რუსეთსა და ბრიტანეთს შორის. მაგრამ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამ შემზარავი აქტის შემდეგ. ეს ურთიერთობა იგივე ვერ დარჩება. შევაჩერებთ ყველა დაგეგმილ ორმხრივ კონტაქტს. ეს ეხება სერგეი ლავროვის მოწვევის გაუქმებას, ასევე არავინ დაესწრება მინისტრების მხრიდან და სამეფო ოჯახიდანაც მსოფლიო თასის თამაშებს რუსეთში. ჩვენ გვინდოდა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან და ტრაგედიაა, რომ ბატონმა პუტინმა ასე მოქცევა გადაწყვიტა,“-განაცხადა ტერეზა მეიმ.

დღის ამბები