18 აპრილი 2024,   23:52
ვრცლად
„საქართველოს კაპიტალი” საქართველოში 500 მილონი დოლარის ინვესტიციებს განახორციელებს

საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი” მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მილონი აშშ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

საინვესტიციო თანხებს შორის არის 300 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა. ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა.

„საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას, სწორედ ქართულ კომპანიებში განახორციელებს. მიზანი კი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კონკრეტული კომპანიები ოპერირებენ

„საქართველოს კაპიტალის” სამომავლო გეგმების პრეზენტაციას დღეს პრემიერი დაესწრო.

„ეს წარმატება საქართველოს კაპიტალისა ადასტურებს, რომ  აბსოლუტურად სწორი გეზია აღებული ჩვენი ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები