25 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
პრემიერის წერილი რუსეთს - მესამე სექტორის აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმების აუცილებლობაზე საუბრობს

მესამე სექტორი გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ - არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერს, რუსეთის ფედერაციისთვის გაგზავნილი წერილის გამო აკრიტიკებენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მეთაურს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია არ გააჩნია.

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ფედერაციას ღია წერილით და რას ემსახურებოდა ის ბუნდოვანი და კომპრომისული გზავნილები, რომლებიც მოსკოვმა თბილისისგან მიიღო.

სამოქალაქო ორგანიზაციებში მიაჩნიათ, რომ ბოლო მოვლენების ფონზე საჭიროა აბაშიძე კარასინის ფორმატის გაუქმება და პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად საერთო რეზოლუციის მიღება. 

დღის ამბები