25 ივნისი 2018,   06:19
ვრცლად
საპატრიარქოს საგანგებო განცხადება და გავლენიანი მღვდელმთავრების დახურული შეხვედრა

სამი ქორეპისკოპოსის პირისპირ შეხვედრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გააკეთა. „კურიერის“ ინფორმაციით, პატრიარქის მოსაყდრე შიო დღეს დილიდან მეუფე იაკობსა და მეუფე თეოდორე ჭუაძეს ხვდებოდა.

თათბირი ილია მეორის მდივნის განცხადებით დასრულდა. მამა მიქაელ ბოტკოველმა დაანონსა, რომ საპატრიარქოზე შეტევის ახალი ტალღა იგეგმება, რომელის მიზანიც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის დასუსტებაა.

საგანგებო თათბირი საქართველოს საპატრიარქოში გადაცემა „არჩევანში“ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებების შემდეგ ჩაინიშნა. წმინდა სინოდის წევრმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში საპატრიარქოს „ინტრიგების ბუდე“, ხოლო ციანიდის საქმეში ჩართულ პირებს „ბანდა“ უწოდა.

საპატრიარქოს საგანგებო განცხადებაში თეოლოგებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პანიკური გზავნილები ამოიკითხეს. თეოლოგებმა დღევანდელ მიმართვაში მღვდელმთავრების ნაწილის მხრიდან განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზების მცდელობა დაინახეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები