19 აპრილი 2024,   19:59
ვრცლად
ლავროვის ჩაშლილი ვიზიტი ბრიტანეთში და გამოძევებული რუსი დიპლომატები - ბრიტანეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების აამოქმედა

რუსეთის საელჩოს 23 თანამშრომელს დიდი ბრიტანეთიდან ერთი კვირაში გამოაძევებენ. ეს ის რუსი დიპლომატები არიან, რომლებიც ტერეზა მეიმ რუსული დაზვერვის არადეკლარირებულ ოფიცრებად გამოაცხადა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მოსკოვის წინააღმდეგ დღეს სანქციების მთელი პაკეტი აამოქმედა. დიპლომატების გაძევების გარდა გაიყინება რუსეთის სახელმწიფო აქტივები.

ტერეზა მეიმ დღეს რუსეთი აგრესორად მოიხსენია და სამხედრო ძალის გამოყენებაშიც ღიად დაადანაშაულა.

ბრიტანეთის მკაცრი სანქციები რუსეთის მიმართ სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმე უკავშირდება.  ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები არ დაესწრებიან მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც ზაფხულში იხსნება. წყდება უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის კავშირები და უქმდება სერგეი ლავროვის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შესამცირებლად გაერთიანებული სამეფო გაზის ალტერნატიულ წყაროსაც ეძებს.

ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ოფიციალური მოსკოვი. რუსეთის ელჩმა დიდი ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყო და დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები