19 აპრილი 2024,   14:41
ვრცლად
14 პარტია RMG GOLD-ის წინააღმდეგ - გაერთიანებული ოპოზიცია ეკონომიკის სამინისტროს საყდრისის მიწის აუქციონის გაუქმებას სთხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ -14 პარტია უწყებას იმ აუქციონის გაუქმებას სთხოვს, რომელზეც იჯარით გადასაცემად საყდრისის 16 ჰექტარია გამოტანილი. ერთადერთი კომპანია ამ ტენდერში RMG GOLD-ია რომელსაც პოლიტიკოსები ხელისუფლებასთან გარიგებაში, სავარაუდო კორუფციასა და გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებაში ადანაშაულებენ.

რეგიონში საყდრისი არ არის ერთდერთი სადაც კომპანიის სამუშაოებმა გარემოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

RMG GOLD ოპერირებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხრამის ხეობაში, სადაც 18-ე საუკუნის ისტორიული ხულუტის ციხის მიმდებარედ, საშხაპეებითა და მოსასვენებელი ოთახებით სამუშაო ოფისს აშენებს.

ხრამის ხეობის თავზე, ე. წ. ბნელ ხევში, მძიმე ტექნიკა გზის გასაყვანად უკვე მუშაობს. RMG GOLD -მა უახლოეს მომავალში სწორედ ბნელი ხევის საბადოზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოები ისე უნდა დაიწყოს, რომ არანაირი დასკვნა არ არსებობს ხულუტის ციხის უსაფრთხოების შესახებ. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ღია კარიერული წესით სამუშაოებმა, რომელიც სისტემატურ აფეთქებებსაც მოიცავს, ისტორიული ნაგებობა დააზიანოს.

იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკის სამინისტრო გამოცხადებულ აუქციონს არ გააუქმებს, პოლიტიკური პარტიები საყდრისის გადარჩენის ფონდის დარეგისტრირებას და აუქციონში მონაწილეობას ამ ფორმით გეგმავენ. ფონდი RMG GOLD -ის ერთადერთი კონკურენტი იქნება. 

დღის ამბები