19 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
პრემიერი რუსეთთან საუბრისთვის სივრცეს ხედავს, ოპოზიცია კი მის გადადგომას ითხოვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან კონსტრუქციული მოლაპარაკებების იმედს კვლავ ინარჩუნებს. გიორგი კვირიკაშვილი რუსეთთან საუბრისთვის სივრცეს ხედავს.

პრემიერმა არა რუსეთი, არამედ ისევ ოპოზიცია გააკრიტიკა, რომელმაც რუსეთის პასუხს ცინიკური უწოდა და წერილის გაგზავნისთვის გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაც მოითხოვა.

საქართველოს მთავრობის მეთაური რუსეთთან საუბრის სივრცეს ჟენევის მოლაპარაკებებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით ხედავს.

საგარეო საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან კონსტრუქციული მიდგომის შემთხვევაში მოლაპარაკებაში მონაწილეობა მაღალი დონის პოლიტიკურმა ფიგურებმა მიიღონ.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ რუსეთის პასუხში საუბრისთვის სივრცის ძიება ილუზიაა და პრემიერის მიერ დაანონსებული ნაბიჯები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის.

პრემიერმა რუსეთის ფედერაციას წერილი 9 მარტს გაუგზავნა და პასუხი საგარეო უწყების პრესის დეპარტამენტიდან სამი დღის დაგვიანებით მიიღო. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას მოსკოვმა „სამწუხარო ინციდენტი“ უწოდა და სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგის“ დაწყების შესახებ თბილისის ინიციატივას მიესალმა.

რუსეთის პასუხი ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა "ცინიკურად" შეაფასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პოზიციები შესუსტებაში დაადანაშაულა.

 

დღის ამბები