25 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
"ct-park"-ი თანამშრომლების მიმართ გახშირებულ აგრესიაზე საუბრობს და მათი უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს

"ct-park"-ი კომპანიის თანამშრომლების მიმართ გახშირებულ ზეწოლაზე საუბრობს. კომპანიაში ამბობენ, რომ ct-park-ის ინსპექტორების მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მას შემდეგ გამძაფრდა, რაც თბილისის მერიამ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა.

„ქალაქის მერის მიერ შპს ct-park-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გამძაფრდა აგრესია კომპანიის ინსპექტორების მიმართ, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც ყოველ ნაბიჯზე გრძნობენ ინსპექტირებისას,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში , სადაც აღნიშნულია, რომ ct-park მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას  იმისთვის, რომ დაცული იყოს მისი თანამშრომლების უსაფრთხოება.

გარდა ამისა, ct-park-ი მოუწოდებს მერიას,  რომ გააკეთოს განმარტებები , რომელიც შესაძლებლობას მისცემს კომპანიის ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა.

"ct-park"-ი  მოუწოდებს ქალაქ თბილისის მერიას და შესაბამის თანამდებობის პირებს გააკეთონ მკაფიო განმარტება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შპს ct-park-ის ინსპექტორებს განაგრძონ საქმიანობა ისეთ გარემოში, რომელიც არ იქნება მათი უსაფრთხოების, პატივის და ღირსების შემლახველი,”-ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები