19 აპრილი 2024,   22:51
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო - "რეანომობილები გზაშია, დაშავებულია 10-მდე ადამიანი"

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, დაშავებულების დასახმარებლად თბილისიდან რეანომობილები მიემართებიან. 

უწყების ცნობით, 10-მდე პირი საბაგიროს კალათის ვარდნის შედეგად დაშავდა, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დაშავებულებს პირველადი დახმარება გუდაურში არსებულ ამბულატორიაში ჩაუტარეს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

დღის ამბები