24 აპრილი 2024,   08:07
ვრცლად
საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ 11-მა დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა - ზაზა სოფრომაძე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ 11-მა დაშავებულმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, რომელთაგან ერთი უკვე გაწერეს. ზაზა სოფრომაძის თქმით, სამი მოქალაქის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი უახლოეს მომავალში საავადმყოფოს დატოვებენ.  

დაშავებულების ნაწილი გუდაურიდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ერთი პაციენტი ვერტმფრენის საშუალებით ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა და პაციენტს პირველადი დახმარება უკვე გაუწიეს.

გუდაურში ყველაზე მაღალ წერტილზე დამონტაჟებული საბაგირო გზა ცოტა ხნის წინ მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის შვედეთის, უკრაინის და რუსეთის მოქალაქეები.

ამავე თემაზე
დღის ამბები