20 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
7 რესტორანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დარღვევები გამოავლინა. ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში.

7 მათგანს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, რომელთა შორისაა რესტორნები: „თაღლაურა,“ „ძველი ქალაქი,“ კაფე „კალა,“ „კრუიზი,“ „ოქროს კათხა.“

სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა 9 ბიზნესოპერატორი. დადებითი მდგომარეობა დაფიქსირდა 3 რესტორანში.

დღის ამბები