17 აპრილი 2024,   01:48
ვრცლად
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

ალექსეი ნავალნი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა, მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

საგანგებო მიმართვა ოპოზიციის კანდიდატმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.

ნავალნის თქმით, ის არ აღიარებს რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას და ნორმალური არჩევნებისთვის ბრძოლას განაგრძობს.

რუსეთის მოსახლეობამ ქვეყნის ახალი ლიდერი ხვალ უნდა აირჩიოს. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ვლადიმერ პუტინი გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.

დღის ამბები