18 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ლევან ბერძენიშვილის, წიგნის გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

ლაიფციგის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ქართველი ფილოლოგისა და პოლიტიკოსის, ლევან ბერძენიშვილის, წიგნის გერმანულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.

„წყვდიადი ღამე“ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ 2010 წელს გამოსცა და ავტორის გადასახლებაში საბჭოთა გულაგში გატარებულ წლებზე მოგვითხრობს. წიგნი გერმანულად 2018 წელს ითარგმნა. 

ლაიფციგის წიგნის ბაზრობა 14 მარტს საზეიმოდ გაიხსნა. 10 დღის განმავლობაში გერმანიის სხვადასხვა ქალაქში მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამაა დაგეგმილი. 7 გერმანულენოვან ქალაქში 27 ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი ავტორის 50-მდე ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება

წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყნის ლიტერატურული პროგრამა მთელი წლის განმავლობაში 450 სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებას მოიცავს. ქართველ ავტორებსა და მათ გერმანულენოვან გამოცემებს გერმანიის, ავსტიისა და შვეიცარიის ქალაქებში უმასპინძლებენ. 

დღის ამბები