20 აპრილი 2024,   00:29
ვრცლად
ბათუმის პორტში აშშ-ის მე-6 ფლოტის ხომალდი "უაკ ჰილი" შემოვიდა

ბათუმის პორტში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი უაკ ჰილი რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში შემოვიდა.

ხომალდის შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში შედგება საპორტო ვიზიტები და ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებსა და პარტნიორ ფლოტებთან.

ხომალდის ოპერაციების მიზანი ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაა. 

დღის ამბები