25 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ნივთიერებას, რითაც სკრიპალი მოწამლეს, არასახელმწიფო ან დანაშაულებრივი ჯგუფები ვერ გამოიყენებდნენ - ქიმიკოსი ემილ მირზაიანოვი

ქიმიკოსი, რომელიც ნეირო-ტოქსიკური ნივთიერების "ნოვიჩოკის" შემუშავებაში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ სერგეი სკრიპალის მოსაწამლად მას არასახელმწიფო ან დანაშაულებრივი ჯგუფები ვერ გამოიყენებდნენ.

განცხადება ამის შესახებ ვილ მირზაიანოვმა რამდენიმე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები მეცნიერის თქმით, მომწამვლელი ნივთიერების აქტივიზირებისთვის განსაკუთრებული გამოცდილება და სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.

ქიმიკოსის თქმითვე, ის ლაბორატორიაში თითქმის 30 წელი მუშაობდა, თუმცა, არ იცის, ეს ნოვთიერება, როგორც იარაღი, როგორ გამოიყენოს.

მირზაიანოვის შეფასებით, მსგავსი ოპერაციისთვის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია საჭირო, რადგან ნოვიჩოკი ძალიან სახიფათო ნივთიერებაა და შესაძლოა, თავად თავდამსხმელის სიკვდილიც გამოიწვიოს.

 

 

 

 

დღის ამბები