24 აპრილი 2024,   19:03
ვრცლად
სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ

სოლსბერიში მომხდარ ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალური ლონდონის მკაცრ რეაგირებას მიესალმება.

დონალდ ტუსკი ტერეზა მეის ტელეფონით ესაუბრა.

ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მსგავსი თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს.

ლიდერები ამ საკითხის განხილვის გაგრძელებას 22-23 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზეც გეგმავენ.

სერგეი სკრიპალის მოწამვლა იყო პარიზში ანგელა მერკელისა და ემანუელ მაკრონის მოლაპარაკების მთავარი თემაც.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ბრიტანეთს სოლიდარობა და აღნიშნეს, რომ საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება მოითხოვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

საპასუხო ზომებისთვის ემზადება რუსეთის ხელისუფლებაც. საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, თქმით, ყველა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მას ლონდონს უახლოეს მომავალში გადასცემენ.

დღის ამბები