მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.
26 წლის პალესტინელმა მამაკაცმა ებრაული დასახლების მახლობლად მანქანა ისრაელის არმიის სამხედროების ჯგუფს შეაჯახა. შედეგად ორი მათგანი დაიღუპა, კიდევ ორი სამხედრო კი დაშავდა.
თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო, თუმცა, ის რამდენიმე საათის შემდეგ დააკავეს.
ოპერაციის დროს ეჭვმიტანილი მსუბუქად დაიჭრა. გავრცელებული ცნობით, ის წარსულშიც ნასამართლევია და საპატიმრო ერთი წლის წინ დატოვა.