24 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამედიცინო სფეროს მუშაკებმა შშმ ბავშვის მშობლებს - შეხვედრა კახეთში შედგა

როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია სამედიცინო სფეროს მუშაკებმა შშმ ბავშვის მშობლებს, როგორ უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია ექიმებსა და მშობიარეს შორის – ამ თემებზე კახეთში შეხვედრა გაიმართა.

ნეონატოლოგებთან, პედიატრებთან და ოჯახის ექიმებთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს.

სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ოდიშარიამ, ექიმებს სპეციალურად მათთვის შექმნილი გაიდლაინი გააცნო.

ნინო ოდიშარიამ ასევე პრეზენტაცია წარადგინა, სადაც საუბარია ინფორმაციის მიწოდების ეთიკურ მხარეებზე და მშობლებთან, ოჯახთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკაზე. 

დღის ამბები