25 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
შალვა ნათელაშვილის თქმით, ქუთაისის მერიიდან მისი თანაპარტიელი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიიდან მისი თანაპარტიელი, ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. შალვა ნათელაშვილი მმართველ გუნდს ადანაშაულებს.

პარტიის ლიდერი აპირებს, რომ საჩივარი შეიტანოს და მისი თანაპარტიელის უფლებები სამართლებრივად დაიცვას.

„ჩვენ შეგვაქვს სარჩელი და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ, მონიტორინგი გაუწიოს სარჩელის განხილვის პროცესს, რომელიც ეხება ევროპაში უკვე უპრეცედენტო პოლიტიკური დევნის ნათელ და ილუსტრირებულ მაგალითს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები