18 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოსკოვმა 23 ბრიტანელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საელჩოს თანამშრომლებმა რუსეთის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში უნდა დატოვონ.

მოსკოვის საპასუხო ზომების გასაცნობად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის ელჩი უწყებაში დღეს დილით დაიბარა.

დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა 10 წუთს გაგრძელდა.

ლავროვის უწყების გადაწყვეტილებითვე დაიხურება პეტერბურგში ბრიტანეთის გენერალური საკონსულო და გაუქმდება ბრიტანული საბჭოც, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს ახორციელებს. 

დღის ამბები