19 აპრილი 2024,   09:57
ვრცლად
ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მანანა თედიაშვილი ოპერაციის დაფინანსებას ითხოვს

ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მანანა თედიაშვილი ქვედა კიდურების ოპერაციის დაფინანსებას მოითხოვს, რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო უარს ეუბნება.

პაციენტის განცხადებით, ამის მიზეზი ერთჯერადად თურქეთის საზღვრის გადაკვეთა გახდა.

„ვარ ჩავარდნილი 5 წელია, ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, არც სოციალური მაქვს, არაფერი გამაჩნია. ვარ საოპერაციო, რომელსაც მესაჭიროება 10 ათასი ლარი, მაგრამ დღევანდელმა ჩვენმა მთავრობამ განმიცხადა, რომ ჩემი დასაფინანსებელი ფული არ აქვთ,“ - განაცხადა მანანა თედიაშვილმა.

თედიაშვილებს ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, შეხვდა.

„მინდა, მივმართო პირადად მინისტრ დავით სერგეენკოს, ასეთი ადამიანებისგან შედგება ეს ქვეყანა, ასეთ ადამიანებზე ზრუნვაა თქვენი და უწყების თანამშრომელთა ვალდებულება, რისთვისაც ხელფასებს იღებთ. მინდა, მივმართო ჯანდაცვის მინისტრს, მიხედეთ ამ ქალბატონს,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

 

დღის ამბები