25 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
ზვიად დევდარიანი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურას ხსნის

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატურას ხსნის.

მისი კანდიდატურა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, წარადგინა.

კანდიდატურის მოხსნის მიზეზები ზვიად დევდარიანმა საგანგებო მიმართვაში განმარტა.  

„მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს.

"მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და „დანაშაულის“ შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება, მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა, ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

"დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

"იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ ეს არის მიზანმიმართული შანტაჟი," - ნათქვამია ზვიად დევდარიანი მიმართვაში.

მან მიმართვა ქალთა მოძრაობის განცხადების საპასუხოდ გაავრცელა. ქალთა მოძრაობა კი დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

დღის ამბები