19 აპრილი 2024,   22:35
ვრცლად
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტი გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დაასრულა

პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში გენერალ ჰერბერტ რეიმონდ მაკმასტერთან შეხვედრით დასრულდა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანს საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესების და გაზრდილი საფრთხეების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ამერიკის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საუბრის მთავარი თემა რუსეთის მზარდი, მილიტარისტული რიტორიკა, დიდ ბრიტანეთში მომხდარი ფაქტი და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო.

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების შემთხვევაში, ამერიკის სენატსა და კონგრესში გადაწყვეტილების ორპარტიული მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

დღის ამბები