25 აპრილი 2024,   07:45
ვრცლად
სი ძინპინმა ჩინეთის ლიდერის პოსტი მეორე ვადით ჩაიბარა

სი ძინპინმა ჩინეთის ლიდერის პოსტი მეორე ვადით ჩაიბარა. ქვეყნის პარლამენტმა ის დღეს სახალხო რესპუბლიკისა და ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია.

ძინპინის მოადგილე და ქვეყნის ვიცეპრეზიდენტი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გახდა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მისცა.

კენჭისყრის დროს საკანონმდებლო ორგანოს დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინეს, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ დეპუტატებისთვის არჩევანის წყნარად გაკეთების საშუალება მიეცათ.

დღის ამბები