19 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დღეს არ ჩატარებულა

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დღეს არ ჩატარებულა. ინცინდენტის ადგილზე მოკვლევა დაიწო, თუმცა, საერთაშორისო ექსპერტები ჯერ არ ჩასულან.

24 საათზე მეტია, გუდაურში სათხილამურო ტრასა, სადაც გუშინ 11 ადამიანი დაშავდა, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

გახდა თუ არა 11 ადამიანის დაშავების მიზეზი საბაგიროს ტექნიკური გაუმართაობა, ოფიციალურად უცნობია. თუმცა, პროფესიონალი მოთხილამურეები, რომლებიც ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ.

უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გარდა, ტურისტების ნაწილი აცხადებს, რომ შესაბამისმა სამსახურებმა საბაგიროში მყოფი ადამიანების დასახმარებლად რეაგირება დააგვიანა.

ტურისტების პოზიციას ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადება.

სამართალდამცველები, რომლებიც სამთო კურორტებზე პატრულირებენ, აცხადებენ, რომ ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე იმყოფებოდნენ.

კომპანია დოპელმაიერში აცხადებენ, რომ კონსტრუქცია უსაფრთხოების წესების სრული დაცვით არის დამონტაჟებული.

უბედური შემთხვევა საძელე საბაგიროზე გუშინ, დღის პირველ ნახევარში მოხდა და საბაგირომ უკუსვლა მოულოდნელად დაიწყო. დაშავებულთა ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

დღის ამბები