23 აპრილი 2024,   10:49
ვრცლად
„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ,“ - ქსენია სობჩაკი

„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ,“ - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა რუსეთში არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

სობჩაკმა არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. მან ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.  

„საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ერთიანი ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყოლოდათ. ამაში დარწმუნებული ვარ. ხმების რა რაოდენობა აიღებს პუტინი, დღეს პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქე მოვა არჩევნებზე. ეს უნდა გვესმოდეს. აქ არაფერია გაუგებარი. ეს ჩვეულებრივი მათემატიკაა. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით ნაკლებ ხმას მიიღებს პუტინი,“ - განაცხადა ქსენია სობჩაკმა.

რუსეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე საათში დაიხურება. პრეზიდენტობისთვის 8 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებს დამაჯერებელი უპირატესობით კვლავ პუტინი მოიგებს.

დღის ამბები