19 აპრილი 2018,   17:54
ვრცლად
ავარიული სკოლა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა - სოფელ თედოწმინდის მოსახლეობის პრობლემები 

სოფელ თედოწმინდაში სკოლა, სადაც მხოლოდ დაწყებითი კლასის მოსწავლეები სწავლობენ, ავარიულია. ადგილობრივები ყვებიან, რომ შენობაში სულ 2 საკლასო ოთახია და სხვადასხვა ასაკის ბავშვებს გაკვეთილები ერთად უტარდებათ. მეხუთე კლასიდან კი სწავლის გაგრძელება მხოლოდ მეზობელ სოფელშია შესაძლებელი.

თედოწმინდაში ავარიული სკოლა ერთადერთი პრობლემა არაა. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია, რის გამო მოსახლეობისგან იცლება.

ადგილობრივები სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

თედოწმინდის მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა უკვე დაგეგმილია.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

დღის ამბები