22 სექტემბერი 2018,   18:05
ვრცლად
მრავალსართულიანი კორპუსები ისტორიული შენობების ადგილას - სავარაუდო კორუფციული სქემა ბათუმში

ბათუმში, ძველი არქიტექტურული შენობების ადგილას, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობები მიმდინარეობს. ძველი ბათუმი სახეს ისტორიული სახლების ნგრევის ხარჯზე იცვლის.

გასული საუკუნის 30-იან წლებში, ბარათაშვილის 24 ნომერში, არქიტექტორ ბოგდან კირაკოსიანის პროექტით აგებული ამბულატორიისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება თითქმის გადაწყვეტილი იყო თუმცა, რამდენიმე თვეში იგივე შენობას იგივე კომისიამ კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. დღეს მის ადგილას 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

საზოგადოება ”ბათომის” დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე ვარაუდობს, რომ ამ საქმეში კორუფციის კვალი ჩანს.

კიდევ ერთი შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა ბარათაშვილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლი იყო. მას 2016 წელს ძეგლის სტატუსი მოუხსნეს და მის ნაცვლად მიანიჭეს ნაგებობას, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ტიტული ისედაც ჰქონდა. ბათუმში ეჭვობენ, რომ შენობისთვის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად მისამართების მანიპულირებით თაღლითური სქემა იყო გამოყენებული.

ძველი ბათუმის ისტორიული ნაწილის განადგურება ერთიანი კორუფციული სქემის ფარგლებს არ სცილდება, რომელშიც, როგორც ბათუმის აქტიური დამცველები ამბობენ, თანაბრად არიან ჩართულები არაკეთილსინდისიერი ინვესტორები და ხელისუფლება.

 

 

 

დღის ამბები