19 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ასობით გაჩეხილი ხე და განადგურებული ლანდშაფტი-ივანიშვილის ხეების გადატანის მძიმე კვალი გურიასა და აჭარაში

სოფელი კვირიკე და უნიკალური ჯიშის ნაძვის ხეები, რომელიც ივანიშვილის გიგანტურის ხისთვის გზის გასათავისუფლებლად გაიჩეხა - სოფელში სრულად მოიჭრა ხეების ერთი ქარსაცავი ზოლი, დამატებით მანდარინებისა და ფორთოხლის ბაღების რიგები.

კვირიკეს მეზობლად რამდენიმე სოფელში  გადასატანად კიდევ რამდენიმე რჩეული ევკალიპტია გამზადებული. იმის მიუხედავად  სად დგას ხე - კერძო საკუთრებაში, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე თუ სასაფლაოზე, მას თხრიან და  ბიძინა ივანიშვილის ეზოში მიაქვთ. გზად კი ნადგურდება ყველა ის ნარგავი, რომელიც ყოფილი პრემიერის სასურველი ხის ტრანსპორტირებას ხელს უშლის. კვირიკეს გარდა,  სოფელ ცეცხლაურში შუაზეა გადაჭრილი, გადაბელილი, ზოგიც კი ძირში მოჭრილი 50 ზე მეტი ევკალიპტია. ამ გზაზეც ივანიშვილის რამდენიმე რჩეულმა ხემ უნდა გაიაროს. მოჭრილ ხეებს კი შეშად ახარისხებენ.

ასეთი მდგომარეობაა გურიაშიც. საბოლოოდ კი რჩეული ხეების ადგილზე დიდი ორმოები და განადგურებული გარემო რჩება.
 

დღის ამბები