23 აპრილი 2024,   13:20
ვრცლად
ავარია, რომელსაც 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა-სამართალდამცავებმა დამნაშავე მხოლოდ მას შემდეგ დააკავე, რაც საქმით P.S. დაინტერესდა

შვილმკვდარი დედის ინტერვიუ, რომლის შემდეგაც საგამოძიებო უწყებამ მოქმედება დაიწყო-საქმით P.S.-ის დაინტერესების შემდეგ, პროკურატურამ სრულყოფილი გამოძიება დაიწყო და ჩადენილი დანაშაულისთვის ერთი პირიც დააკავა.

საუბარია კასპში მცხოვრებ 10 წლის მარიამზე, რომელიც 4 იანვრის საღამოს მზესუმზირის საყიდლად გავიდა. გზაზე გადასვლისას ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა.

ავარიიდან 2 თვის შემდეგ, 10 წლის მარიამის სიცოცხლის მოსპობისთვის პასუხისმგებელი პირი ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული. ავარიის შედეგად გარდაცვლილი მარიამის დედის ინტერვიუ 16 მარტს ჩაიწერა. გარდაცვლილი ბავშვი დედა ჰყვებოდა, რომ უბედურ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს, ამიტომ გამოძიება მხოლოდ მძღოლის ჩვენებას დაეყრდნო და კასპის მკვიდრი სოსო კაჭიური არ დაუკავებიათ. საინტერესოა, რომ მძღოლს იმ პერიოდში მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ამ ორი თვის განმავლობაში სანამ მარიამის დედა სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას და დამნაშავის დასჯას ითხოვდა, სოსო კაჭიაური მანქანით თავისუფლად გადაადგილდებოდა. 

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი.

დღის ამბები