20 აპრილი 2024,   07:33
ვრცლად
დივერსია თუ მწყობრიდან გამოსული მუხრუჭები - ვერსიები გუდაურში მომხდარ ავარიაზე

გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა უკვე დაიწყო. იმ დრომდე სანამ გამოძიების ოფიციალური  შედეგი გახდება ცნობილი, მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათშორის არ გამორიცხავენ რომ  ავარია რუსეთის მხრიდან მოწყობილ დივერსიულ აქტს უკავშირდება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ავარია დენის მიწოდების შეწყვეტასთან არის დაკავშირებული, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ მუხრუჭებს ამ შემთხვევაშიც უნდა ემუშავა, რაც არ მომხდარა.

ავარია საბაგიროზე 2 დღის წინ მოხდა. მოულოდნელად საბაგირომ დიდი სიჩქარით უკუსვლა დაიწყო. მომხდარის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. 

დღის ამბები