25 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
ტელეშოუ „თხუნელა“ - ნომერ პირველი შოუ პოპულარობით ჰოლანდიაში, რომელიც საქართველოში გადაიღეს

ჰოლანდიური ტელესეზონის ყველაზე რეიტინგული სანახაობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იღებდნენ. შოუს მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს. შესაბამისად, საქართველო წელს ყველაზე მეტ ჰოლანდიელ ტურისტს ელოდება.

ჰოლანდიური ტელესეზონის ყველაზე რეიტინგულ სანახაობას „თხუნელას“ 10 კვირის განმავლობაში, ყოველ შაბათს, საღამოს ე.წ „პრაიმტაიმში“, მთელი ჰოლანდია უყურებდა და საქართველოს ხედავდა. რეიტინგები დათვლილია, „თხუნელას“ 4 მილიონი რეგულარული მაყურებელი ჰყავდა.

„თხუნელას“ ყოველ სეზონზე ქვეყანაში ცნობილი ადამიანები თამაშობენ. 2018-ში ერთიანად ტელეწამყვანები, მსახიობები და მუსიკოსები შეიკრიბნენ. 

საქართველოში ტურიზმის განსავითარებლად მონაწილეებმა ბევრი გადაიტანეს. ისინი სხვადსხვა ქალაქში სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ.  გამარჯვებულები კი ამსტერდამში, ღია ცის ქვეშ, ათასობით ადამიანის წინ გამოაცხადეს.

დღის ამბები