20 აპრილი 2024,   13:09
ვრცლად
აფეთქება თელავში - დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს

თელავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცები თბილისში დამწვრობის ცენტრში, გვიან ღამით გადმოიყვანეს. ორივე მათგანს მძიმე დამწვრობები აღენიშნება.

ექიმების თქმით, ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით რთულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

დაზიანება მათ თელავში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიიღეს. არსებული ინფორმაციით, აფეთება საცხოვრებელი სახლის საწყობში, რკინის შედუღების დროს ბუნებრივი აირი დაგროვების გამო მოხდა.

გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები