20 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმე - სააპელაციო სასამართლო განხილვას იწყებს

12 წლის სალომე ტატიშვილის საქმის განხილვას დღეიდან სააპელაციო სასამართლო იწყებს. ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც გუდაურში მომხდარ შემთხვევაში 18 წლის გიორგი ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.

შემთხვევა გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტრასაზე, კუდები სამზე ორი წლის წინ მოხდა, ლიპარტელიანი 12 წლის სალომე ტატიშვილს შეეჯახა, გოგონა დაიღუპა.

გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ბიჭი შეჯახებისას ნასვამი იყო. მოსამართლე კი განაჩენში განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად მტკიცებულებები საკმარისი არ იყო. გარდა ამისა თხილამურებით სრიალის მაქსიმალურ სიჩქარეს კანონი არ არეგულირებს.

დღის ამბები