19 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატან ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მესამე მოსმენით განიხილავს. მისი დამტკიცება მიმდინარე კვირას პლენარულ სხდომაზე მოხდება.

ახალი ვერსიის თანახმად, მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის ერთჯერადად შენარჩუნდება ბლოკების სისტემა და ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტამდე დაიწევს. გარდა ამისა, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს და ის ”საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა ცვლილება უქმდება და დროებით ბრუნდება ძველი კონსტიტუციის ნორმებთან შესაბამისობაში.

„ამ ცვლილებებით ბლოკების აკრძალვა გაუქმებულია. სამწუხაროდ ეს მხოლოდ ერთჯერადად, ასევე ცვლილებები ეხება ბონუსების სისტემას. პირველად ვარიანტში ბონუსები მიიწერეს საკუთარ თავზე და ახლა ბონუსები უქმდება“-ამბობს გოცირიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ დაწუნებული იქნა, ხელისუფლება იძულებული გახდა ეს ნაბიჯები გადაედგა.   

„ცდილობენ , რომ უმნიშვნელო დეტალები შეალამაზონ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული შეშფოთება გამოთქვა, როგორც ადგილობრივმა ისე საერთაშორისო საზოგადოებამ, თუმცა ეს ამას ვერ უშველის“-ამბობს რატიანი.

დღის ამბები