25 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დაისჯება თუ ის კანონიერ ქურდს მიადგება და დავების შეფასებას სთხოვს - ნათია მეზვრიშვილი

„მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს არ ისჯება სისხლის სამართლის წესით, ცხადდება დანაშაულად,“ - ეს განცხადება, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანმა, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში გააკეთა.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს დაამტკიცებს, მაშინ სასჯელის ზომები გამკაცრდება.

„ამ კანონს პარლამენტი, რომ მიიღებს, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ქურდული სამყაროს წევრს ან კანონიერ ქურდს მიადგება და მათი ქმედებების ან დავების შეფასებას სთხოვს, ამისთვის დაისჯებიან ისინი სისხლის სამართლის წესით. 5-დან 8 წლამდე არის მოქმედი კანონმდებლობით ქურდული სამყაროს წევრისთვის სასჯელი, გაიზრდება 7-დან 10 წლამდე. 9-დან 15 წლამდე გაიზრდება კანონიერ ქურდისთვის სასჯელი, დღეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ხვალ გახდება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული,“ - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დღის ამბები